პროექტის შესახებ

პროექტი „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვის მიდგომების გაძლიერებასა და მონიტორინგში,  ადამიანის უფლებების სტანდარტების, მათ შორის, გენდერული თანასწორობის შესახებ სტანდარტების დაცვის გაძლიერების გზით საპოლიციო მოვალეობების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით განხორციელებისას.

პროექტი განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომების გამოყენებით და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის არასრულწლოვნებს. პროექტის განხორციელების პერიოდში გენდერული თანასწორობის მიდგომები გათვალისწინებულ იქნება. პროქტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პერიოდში მოხდება  გენდერული ბალანსის ტენდენციების მონიტორინგი.

  პროექტის ბიუჯეტი: 1 100 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

 პროექტების არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES) (2019-2021) და ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში (2021-2023) შემდგომი ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტი განხორციელდება საჭიროებებს მორგებული აქტივობების მეშვეობით რაც მოიცავს პოლიტიკის/ საკანონმდებლო დოკუმენტების შემუშავებას/ გადახედვას, შესაძლებლობების გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

სახალხო დამცველის ოფისი;

საქართველოს მოქალაქეები;

შეზღუდული შესაძლებლობების პირები;

მსხვერპლი და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები;

დაკავებული პირები.

პროექტის მიზნები

  • საპოლიციო პასუხისმგებლობებთან მიმართებაში პოლიტიკისა და სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტების გაუმჯობესებული თანხვედრა ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი განვითარების და ევროპულ სტანდარტებთან და  არსებულ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად თანამშრომლების ტრენინგის მიზნით;
  • დამოუკიდებელი ეროვნული მონიტორინგისა და საგამოძიებო დაწესებულებების პოლიტიკისა და სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტების გაუმჯობესებული თანხვედრა ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან;
  • დამოუკიდებელი ეროვნული მონიტორინგისა და საგამოძიებო დაწესებულებების თანამშრომლების გაუმჯობესებული შესაძლებლობები პოლიციის სამსახურებრივი გადაცდომების გამოძიებისთვის;
  • გაძლიერებული შესაძლებლობები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მოსახლების ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვისა  და პოლიციის აქტივობების გარე მონიტორინგის განხორციელებისთვის.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge