Back ევროპის საბჭო აგრძელებს ეროვნული პენიტენციური და საპოლიციო რეფორმის ინიციატივებს საქართველოში

ევროპის საბჭო აგრძელებს ეროვნული პენიტენციური და საპოლიციო რეფორმის ინიციატივებს საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ახალი პროექტები „პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოშიდაადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში„ დაიწყო. პროექტების წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

ორი ახალი პროექტი ეფუძნება მისი წინამორბედების მიღწევებს ეროვნული ხელისუფლების მხარდასაჭერად მიმდინარე რეფორმებში, რომლებიც მიმართულია ციხის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების, პატიმრების რეაბილიტაციის, ნარკოტიკებთან დაკავშირებული და სხვა თერაპიული სერვისების, მსხვერპლთა და პოლიციის გადაცდომის მოწმეების დაცვის, დამოუკიდებელი გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე დროული რეაგირების, ადამიანის უფლებების შესაბამისად საპოლიციო ზომების გატარების, პოლიციის თანამშრომლების უწყვეტი მომზადების სისტემის და პერსონალის კეთილდღეობას და მასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

ღონისძიებებმა ხაზი გაუსვა პროექტების მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც პენიტენციურ, პრობაციისა და პოლიციის რეფორმებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის ინკლუზიური დიალოგის და ეროვნული მონიტორინგის ინსტიტუტების ხელშემწყობ პლატფორმებს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება გამახვილდა პროექტის პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სისტემაში ნარკოტიკების პრევენციას. ასევე ხაზი გაესვა შესაძლებლობების განვითარების ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ტრენინგების ყოვლისმომცველ მოდულებსა და პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს ჩართულ დაწესებულებებში მდგრადი ცვლილებების ხელშეწყობას.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პენიტენციური სისტემისა და პოლიციის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების მნიშვნელობას და გამოხატეს ოპტიმიზმი პროექტების პოტენციალის შესახებ, შემდგომი გაუმჯობესებისა და პოზიტიური ცვლილებების მხრივ.

აღნიშნული პროექტები ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024 – 2027 სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 

თბილისი, საქართველო 13-14 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge