პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამნაშავეთა მოპყრობის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის გაუმჯობესებას. ის დაეხმარება ეროვნულ ხელისუფლებას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის, რეაბილიტაციის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ადიქციებთან დაკავშირებული საკითხებისა და სხვა თერაპიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, პენიტენციური დაწესებულებების ადამიანის უფლებებზე მორგებული მართვის გაძლიერებისკენ, პერსონალის გადამზადების მდგრადობის და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.

პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნულ ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკის, მარეგულირებელი და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებაში. ის ასევე შეიმუშავებს სასწავლო მოდულებსა და პროგრამებს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტის, პატიმართა და პრობაციონერთა მკურნალობისა და ჯანდაცვის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

 პროექტის ბიუჯეტი: 1 250 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

 

მეთოდოლოგია

პროექტი ეყრდნობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), ასევე ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტების „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019 წწ.), „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ (2019-2022 წწ.), „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაძლიერება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (2022-2023 წწ.) და პომპიდუს ჯგუფის პროექტის „ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“ (2022-2023) მიღწევებს.

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, სამუშაო შეხვედრები და მრგვალი მაგიდები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები, რეაბილიტაციის/მკურნალობის პროგრამების შემუშავება და პილოტირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები და პრობაციონერები; მათ შორის პირები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, სპეციალური მოპყრობის საჭიროებები, დამოკიდებულებები (ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობები), შეზღუდული შესაძლებლობები; სხვა მოწყვლადი პატიმრები და პრობაციონერები,  ქალები, არასრულწლოვნები; პატიმართა და პრობაციონერთა ახლო ნათესავები და ა.შ.

პროექტის მიზნები

  • პენიტენციური და პრობაციის სისტემის მენეჯერების, ოპერატიული და სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და დამნაშავეთა ჯანდაცვის და ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლად ჯგუფებზე (არასრულწლოვანები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ნარკოტიკების მოხმარებისა და დამოკიდებულების მქონე პირები და ა.შ.);
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემის ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა შემუშავდეს და განხორციელდეს ადამიანის უფლებების შესაბამისი, მდგრადი მართვის პრაქტიკა პერსონალის მომზადებისა და კეთილდღეობისთვის, და გამოიყენებულ იქნას სარეაბილიტაციო მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინდივიდების რეინტეგრაციას საზოგადოებაში;
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება პენიტენციური და პრობაციის სისტემაში მკურნალობის, ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების ეფექტური მონიტორინგის განსახორციელებლად.

 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge