Back ჰერალდ ბერგმანი: „ადამიანის უფლებათა შესახებ მონაცემების შეგროვება საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება"

ჰერალდ ბერგმანი: „ადამიანის უფლებათა შესახებ მონაცემების შეგროვება საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება

„კონგრესი მიიჩნევს, რომ კარგი მმართველობა ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესების ქვაკუთხედია და შეუძლებელია მისი წარმოდგენა ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე”, - აღნიშნა ჰერალდ ბერგმანმა, კონგრესის მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა მონაცემებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების შესახებ საზაფხულო სკოლის გახსნაზე. ჰერალდ ბერგმანმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი ხელისუფლების როლს და მტკიცებულებების შეგროვების აუცილებლობას „რაც გულისხმობს შესაბამისი, კონკრეტული, გაზომვადი ინფორმაციის თავმოყრას, რომელიც ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა“.

საზაფხულო სკოლა, რომელიც 8-10 ივნისს ბორჯომში გაიმართა, მიზნად ისახავდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებას მონაცემთა მართვისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების ჩამოყალიბების მიმართულებით. მონაწილეებმა განიხილეს მონაცემთა შეგროვების პრინციპები და ტექნიკა. ასევე, ერთობლივად შეიმუშავეს სამი დოკუმენტი ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.

საზაფხულო სკოლა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში დაფუძნებული, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

 

მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება 

ბორჯომი, საქართველო 10 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page