პროექტი “საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა”  წარმოადგენს ოთხი ეროვნული კომპონენტიდან ერთ-ერთს, რომელიც ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას.  პროექტის მიზანია ქვეყანაში, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წახალისება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და კონტროლის გზით.

პროგრამის სიახლენი

ქონების ამოღების შესახებ ტრენინგი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისათვის

19-20 ნოემბერი, 2020

2020 წლის 19-20 ნოემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გამართა ონლაინ ტრეინინგი თემაზე “კორუფციის, ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულებიდან მიღებული ქონების დაყადაღება, ჩამორთმევა და უკან დაბრუნება“. აქტივობა, რომელშიც ჩართული იყო სამი აკადემიური და...

Read More

საქართველოში სათამაშო ბიზნესის სექტორის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებთან შესაბამისობა

23-24 ნოემბერი, 2020

2020 წლის 23-24 ნოემბერს ევროპის საბჭომ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან (საქართველოს ფინანსური დაზვერვის განყოფილება) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ტრეინინგი თემაზე „სათამაშო ბიზნესის სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CTF) ნორმებთან შესაბამისობა...

Read More

სამუშაო შეხვედრა კორუფციის პრევენციის შესახებ საჯარო სექტორში

21-22 ივლისი, 2020 თბილისი, საქართველო

2020 წლის 21-22 ივნისს ევროპის საბჭოსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში “. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანტი-კორუფციული სააგენტოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა. ანტი-კორუფციული...

Read More

ამოცანები

დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს კანონმდებლობის ევროპისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;
  • ეროვნულ და სექტორულ დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • საზედამხედველო და მარეგულირებელ სფეროში პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება ისეთი სექტორებისა და პირებისთვის, როგორებიცაა დაზღვევა, სამორინეები, ადვოკატები, ძვირფასი ქვებითა და ლითონებით მოვაჭრეები, უძრავი ქონების აგენტები, არასამეწარმეო იურიდიული პირები;
  • ბენეფიციარი მესაკუთრისა და იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაძლიერება;
  • შესაბამისი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება ფულის გათეთრებასა და ეკონომიკურ დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების განხორციელებისას.
საქმიანობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ბენეფიციარ ინსტიტუტებთან შეთანხმებისამებრ, მოიცავს შეფასებებს, ექსპერტთა კონსულტაციებს, სამუშაო შეხვედრებს, ტრეინინგებსა და მრგვალ მაგიდებს. პროექტის ფარგლები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში  მოქმედ ძირითად ინსტიტუტებთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან განხილვის შედეგად.

პროექტი  გაგრძელდება 2017 წლის ბოლომდე. პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ინფორმაციული საზოგადოებისა და დანაშაულთან ბრძოლის დირექტორატის ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილება.  

საკონტაქტო პირი

თეა ზარნაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი

[email protected]