Back ქონების ამოღების შესახებ ტრენინგი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისათვის

ქონების ამოღების შესახებ ტრენინგი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისათვის

2020 წლის 19-20 ნოემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გამართა ონლაინ ტრეინინგი თემაზე კორუფციის, ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულებიდან მიღებული ქონების დაყადაღება, ჩამორთმევა და უკან დაბრუნება“.

აქტივობა, რომელშიც ჩართული იყო სამი აკადემიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი ექსპერტი, მიზნად ისახავდა ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისათვის დაყადაღებისა და ჩამორთმევის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციით განსაზღვრული ქონების ამოღების რეჟიმზე  და გაანალიზეს კაზუსები მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის შესახებ. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ასევე, წამოადგინეს ქონების მართვის ევროპული სისტემის შედარებითი ანალიზი  და ხაზი გაუსვეს მონაცემთა ბაზის მნიშვნელობას სახელმწიფოების მიერ ქონების ეფექტური მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფის მიზნით.

ტრეინინგში მონაწილეობას იღებდა 26 მონაწილე საქართველოს პროკურატურიდან (მათ შორის რეგიონები), ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ  წარმოდგენილი მოსამართლეები. სამუშაო ჯგუფების მიერ გამართული დისკუსიებით, ბენეფიციარებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ რეალური კაზუსები და გაეზიარებინათ მათი გადაწყვეტის შესახებ სხვადასხვა პროფესიული შეხედულებები. ტრეინინგის მონაწილეებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტების დისკუსიის შედეგად მოხდა საქართველოში ქონების ამოღების ეფექტური სისტემის შექმნისათვის მთავარი ბარიერებისა და მათი გაუმჯობესების შესაძლებელი ნაბიჯების იდენტიფიცირება.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

19-20 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page