Back საქართველოში სათამაშო ბიზნესის სექტორის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებთან შესაბამისობა

საქართველოში სათამაშო ბიზნესის სექტორის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებთან შესაბამისობა

2020 წლის 23-24 ნოემბერს ევროპის საბჭომ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან (საქართველოს ფინანსური დაზვერვის განყოფილება) თანამშრომლობით,  ჩაატარა ონლაინ ტრეინინგი თემაზე „სათამაშო ბიზნესის სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CTF) ნორმებთან შესაბამისობა სამორინეებისა და ონლაინ აზარტული თამაშობებისათვის“.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა შესაბამისი ორგანოებისა (მარეგულირებელი და საზედამხედველო) და სათამაშო ბიზნესის სექტორის (სამორინე/ონლაინ აზარტული თამაშობები) 33 წარმომადგენელი, მიზნად ისახავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ (AML/CFT) ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეები გაეცნენ რისკებზე დამყარებული მიდგომის (RBA), იცნობდე შენს კლიენტს (KYC), ეფექტური AML/CFT ზედამხედველობის, საეჭვოს გარიგებების შესახებ ანგარიშის მიწოდების ძირითად პრინციპებს და უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო მალტის გამოცდილება და სამორინეებისა და ონლაინ აზარტული თამაშობების მიმართ სტანდარტების გამოყენების კონკრეტული მაგალითები. ტრეინინგის თემის ქართულ სინამდვილესთან უშუალოდ დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა განიხილა საქართველოში არსებული AML/CFT მოთხოვნები და საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ანგარიშით (2019) იდენტიფიცირებული რისკები ადგილობრივი სათამაშო ბიზნესის სექტორისათვის.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ფინანსურის მონიტორინგის სამსახურისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროფესიულ საქმიანობაში არსებული გამოწვევებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ. მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს შესაბამის ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე MONEYVAL-ის მე-5 რაუნდის  საქართველოს შეფასების ანგარიშში (სექტემბერი 2020) ასახული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

 

23-24 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page