Back სამუშაო შეხვედრა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან

სამუშაო შეხვედრა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ 5 მაისს შრომის ინსპექციის სამსახურთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრა შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებისთვის კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებასთან და ინსტიტუციური შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებული ტრენინგების სერიის ნაწილია. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა საკვანძო საკითხების და გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირებას, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის სპეციფიკას და რთულ სიტუაციებთან გამკლავების პრაქტიკას.

შრომის ინსპექციის სამსახური საჯარო სამართლის ახლად დაარსებული იურიდიული პირია. მას სჭირდება სოციალური კომპეტენციების გაძლიერება შრომის კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ხარისხიან მუშაობას დამსაქმებლებთან, დასაქმებულებთან და ზოგადად დაინტერესებულ მესამე პირებთან კომუნიკაციის დროს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამსახურის მუშაობას. ამავდროულად, საზოგადოების მიერ გაზიარებული კმაყოფილება დაეხმარება შრომის ინსპექციის სამსახურს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვოს საზოგადოების ნდობა, რაც აუცილებელია ოფისის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ნატო ნათენაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ყოველივე აღნიშნულის პროცესში მენეჯმენტის ჩართვა და მათი მხრიდან მოწოდებული პრიორიტეტული საკითხები დარწმუნებულია ასახვას პოვებს დაგეგმილ ტრენინგ(ებ)ზე, რომლის შედეგად ჩატარდება რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული და მორგებული ღონისძიება, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას. დამატებით მან ახსენა, რომ გარდა სამომავლო ღონისძიებების ორგანიზებისა, 5 მაისის შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო და მრავლის მომცემი მენეჯერული უნარების გაღრმავების, თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და პოზიციონირების კუთხით. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

5 მაისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page