Back ვმუშაობთ პროკურორებთან ერთად სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების უკეთ გამოყენების მიზნით სისხლის სამართლის საქმეებში

ვმუშაობთ პროკურორებთან ერთად სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების უკეთ გამოყენების მიზნით სისხლის სამართლის საქმეებში

საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფისთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი პროკურატურის წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებისა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი საქმეების გაცნობის მიზნით. ტრენერმა პროკურორებმა თავიანთ კოლეგებს გააცნეს სამართლიანი სასამართლოს სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა, შეჯიბრობითობის პრინციპი, თვითინკრიმინაციის წინააღმდეგ გარანტიები, დაცვის ადეკვატური საშუალებები, ბრალდებულის სხვა უფლებები და მტკიცებულების დასაშვებობის კრიტერიუმები. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკის გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. შეხვედრა იყო კარგი პლატფორმა პროკურორების საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის  ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეების წარმოების დროს.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

17-18 ნოემბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page