Back კონგრესი ხელს უწყობს დიალოგს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის ადგილობრივი პერსპექტივების შესახებ

კონგრესი ხელს უწყობს დიალოგს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის ადგილობრივი პერსპექტივების შესახებ

„ბავშვთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მშობლების, მასწავლებლებისა და თავად ბავშვების ჩართულობას“ - განაცხადა ბრიჯიტ ვან დენ ბერგმა, ბავშვთა და მდგრადი ქალაქების საკითხებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მომხსენებელმა  ღონისძიებაზე „ადგილობრივ დონეზე ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობა და უფლებების დაცვა“. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ორგანიზებული ღონისძიება, ონლაინ რეჟიმში 2023 წლის 17 მაისს ჩატარდა და მას 65-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.  

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებთან ერთად  ბავშვთა უფლებების ლოკალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და კარგ პრაქტიკაზე იმსჯელეს, ადამიანის უფლებების როლზე მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და ბავშვის მიმართ მგრძნობიარე პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოს, ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინოვაციური პრაქტიკებიც გაუზიარეს ერთმანეთს, რაც  ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავებაში ბავშვების მონაწილეობასა და ბავშვის უფლებების დაცვას ემსახურება.

ბავშვთა უფლებები ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის წევრებმა პრიორიტეტულ სფეროდ დაასახელეს. ფორუმი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას, თანაბარ შესაძლებლობების შექმნასა და ადგილობრივ პოლიტიკურ ქმედებებში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებას.

სემინარის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ასოციაციის ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით. სემინარისთვის შემუშავებული მასალა, შემდგომი გავრცელებისა და მდგრადობის მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარების სასწავლო გეგმის ნაწილი გახდება.

ღონისძიება განხორციელდა პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 . . სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

17 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page