Back დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის ტრენინგი - ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიურების ტექნიკები

დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის ტრენინგი - ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიურების ტექნიკები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 3 დღიან ტრენინგში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიურების ტექნიკები“ .

მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მკურნალობის შესახებ საერთაშორისო მიდგომების მიმართულებთ, ასევე ტრენინგი შეეხო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხებს, ისევე როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და რეგულაციებს სამედიცინო ფსიქოლოგიურ და სხვა სერვიზებზე. ტრენინგის შედეგად, დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალი უკეთეს მზადყოფნაშია დაკავებულებს დახმარება აღმოუჩინონ და სამედიცინო მომსახურება გაუწიონ ადამიანის უფლებების ზომების გატარებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

 

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

25-27 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page