Back საქართველოში არჩევნების დროს მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის

საქართველოში არჩევნების დროს მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის

23 ივნისს გამართულ კონფერენციაზე - „მედია გარემო და არჩევნები“ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოში არსებული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესების დროს მედია გარემოს გაუმჯობესების შესახებ.

 

კონფერენცია გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საარჩევნო პროცესებში მედიის განსაკუთრებულ როლს - პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის გაძლიერებაში.  

 

ძირითადი მედია საშუალებების, ტელეარხების, ონლაინ და ბეჭდური მედიის - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მთავარი არხი, ტვ იმედი, ტვ პალიტრა, ტვ პირველი, რუსთავი2, ინტერპრესნიუსი, ევრონიუს საქართველო, ტაბულა, რადიო პალიტრა და ფორტუნა - წარმომადგენლებმა, სარედაქციო განყოფილებების ხელმძღვანელებმა, პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა განიხილეს არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებული გამოწვევები, პლურალიზმისა და პოლარიზაციის ნაკლებობა, მედიის უსაფრთხოება, არჩევნების დღე და ანგარიშგება, მათ შორის, სიჩუმის დღე, ეგზიტპოლები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ანალიტიკური გაშუქება, პოსტ-საარჩევნო გაშუქება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არჩევნების კონტექსტში და სხვა.

 

კონფერენცია აღმოჩნდა  ეფექტიანი პლატფორმა დიალოგისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებსა და ჟურნალისტების შორის, რათა განეხილათ არსებული გამოწვევების დაძლევის შესაძლო გზები და სამომავლო ნაბიჯები, რაც უკავშირდება მედია გარემოს გაუმჯობესებასა და გამჭვირვალე და მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას.

 

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

23 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page