Back საქართველოში პირველად ევროპის საბჭო „მოქალაქეთა ასამბლეას“ ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს

საქართველოში პირველად ევროპის საბჭო „მოქალაქეთა ასამბლეას“ ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს

ევროპის საბჭო რუსთავისა და ოზურგეთის მერიასთან ერთად პირველ მოქალაქეთა ასამბლეას ახორციელებს საქართველოში, პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში.

ამ მიზნით, ევროპის საბჭომ, Center for Blue Democracy-თან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია „მოქალაქეთა ასამბლეის შესავალ კურსს“ 2022 წლის 12-13 ნოემბერს.

„მოქალაქეთა ასამბლეა“ არის გადაწყვეტილების მიღების ინოვაციური ფორმა, რომელიც საშუალებას  აძლევს მოქალაქეებს  შეისწავლონ პრობლემატური საკითხი, განიხილონ იგი და მიაწოდონ რეკომენდაციები და შესაძლო გადაჭრის გზები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს/პირებს. „მოქალაქეთა ასამბლეას“ წარმართავს კოორდინატორთა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გუნდი, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკური ან სხვა ინტერესების გავლენას პროცესზე.

„მოქალაქეთა ასამბლეის შესავალი კურსის“ სასწავლო პროგრამა განკუთვნილი იყო „მოქალაქეთა ასამბლეის“ მომავალი კოორდინატორებისთვის საქართველოში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 18-მა  სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლმა. კურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ „მოქალაქეთა ასამბლეის“ მეთოდოლოგიას. პროცესის პრაქტიკული დეტალებისა და ძირითადი პრინციპების გარდა, ტრენინგი ასევე მოიცავდა პერსონალური განვითარებისა და ძირითადი უნარების კომპონენტებს. 

„ტრენინგის დახმარებით დაგვებადა არაჩვეულებრივი იდეები და მოტივაცია, ასევე შევიძინეთ ცოდნა მეთოდოლოგიის განხორციელების საფეხურებისა და პროცედურების შესახებ. გარდა ამისა, კომპეტენციები, რომლებიც ტრენინგში მონაწილეობით განვავითარეთ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჩვენს მიმდინარე პროექტებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში“– ნიკა ზიბზიბაძე, Dean Consulting.

„მოქალაქეთა ასამბლეის განხორციელება დიდი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მზაობიდან გამომდინარე, თავიდან ამ პროცესის წარმართვის შიში გამიჩნდა, თუმცა ტრენინგის დროს კომპეტენციების სამკუთხედზე (ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება) ფოკუსირება დამეხმარა განმემტკიცებინა ცოდნა მეთოდოლოგიის შესახებ,  შემეძინა პრაქტიკული უნარები და განმესაზღვრა სწორი დამოკიდებულება, რომელიც აუცილებელია მოქალაქეებთან მუშაობისთვის. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს “მოქალაქეთა ასამბლეის” პროცესის წარმართვისთვის“ – კოკა კიღურაძე, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი.

„სამოქალაქო მონაწილეობის ბევრი ინსტრუმენტი არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ „მოქალაქეთა ასამბლეა“ უნიკალური მეთოდოლოგიაა, რადგან ის ორიენტირებულია მოქალაქეთა ეფექტურ ჩართულობაზე, კარგად ასახავს საზოგადოების სტრუქტურას და არის მიუკერძოებელი“ – ლიანა ჩარკვიანი, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით..

12-13 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page