Back ევროპის საბჭომ განახორციელა რეგიონული აკადემია მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის

ევროპის საბჭომ განახორციელა რეგიონული აკადემია მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის

ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის 28-29 მარტს კაჭრეთში განხორციელდა მორიგი რეგიონული აკადემია ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. რეგიონულ აკადემიას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.

ექსპერტების, მოწვეული სტუმრებისა და მონაწილეების მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა გაზარდა მონაწილეთა ცნობიერება ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე,  ამასთან, ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სხვადასხვა მონაწილეობით ინსტრუმენტებს, როგორიცაა, მაგალითად, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“, „CivicLab“ და „UChange“ მეთოდოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტებისთვის რათა უკეთესად ჩართონ მოქალაქეები მონაწილეობით პროცესებში და შექმნან დიალოგის პლატფორმები შესაბამისი პოლიტიკის საკითხების ირგვლივ. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმას „მოქალაქეთა ასამბლეას “, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უკეთესად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეისწავლონ ქალაქის პრობლემატური საკითხები დარგის ექსპერტებისგან და გაცვალონ მოსაზრებები დაინტერესებულ მხარეებთან. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეზიარებინათ გამოცდილება სამოქალაქო მონაწილეობის პროცესების, კარგი პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

რეგიონულ აკადემიას ესწრებოდა სამოქალაქო საზოგადოების, მერიის, საკრებულოს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 20 წარმომადგენელი, რომლებმაც შეფასების კითხვარში განაცხადეს, რომ ღონისძიებამ ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ევროპის საბჭოს მიერ უკვე განახორციელებული რეგიონული აკადემიების შესახებ  ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  თბილისის, იმერეთის, გურიის  და კახეთის აკადემიები.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

28-29 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page