Back ევროპის საბჭო აგრძელებს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერიას კახეთში

ევროპის საბჭო აგრძელებს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერიას კახეთში

ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიამ კახეთში მონაწილეობითი დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების 22 წარმომადგენელი 8 მუნიციპალიტეტიდან: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი და საგარეჯო.

აკადემია მიზნად ისახავდა ევროპის საბჭოს კარგი მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა, მაგალითად, „პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის სახელმძღვანელო“ და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია „ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ“.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეზიარებინათ გამოცდილება სამოქალაქო მონაწილეობის პროცესების, კარგი პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სხვადასხვა მონაწილეობითი ინსტრუმენტის შესახებ, როგორიცაა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი (CPT)“, „CivicLab“ და „UChange“ მეთოდოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტებისთვის,  რათა მოქალაქეები  უკეთესად ჩართონ მონაწილეობით პროცესებში და შექმნან დიალოგის პლატფორმები შესაბამისი პოლიტიკის საკითხების ირგვლივ. გარდა ამისა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმას „მოქალაქეთა ასამბლეას“, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაეცნონ ქალაქის პრობლემატურ საკითხებს დარგის ექსპერტებისგან და გაცვალონ მოსაზრებები დაინტერესებულ მხარეებთან.

აკადემიამ ხელი შეუწყო საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლას ჩართულობის მექანიზმებსა და მიდგომებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის ეფექტური და ინკლუზიური მონაწილეობის მისაღწევად.

ევროპის საბჭოს მიერ უკვე განახორციელებული რეგიონული აკადემიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ  შემდეგ ბმულებზე:  თბილისის , იმერეთისა და გურიის აკადემიები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

24-25 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page