Back CivicLab და Uchange - გადაწყვეტილებების მიღების პროცეში მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ინსტრუმენტები

CivicLab და Uchange - გადაწყვეტილებების მიღების პროცეში მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ინსტრუმენტები

ევროპის საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფორუმი - კიევი“ პარტნიორობით ორგანიზება გაუწია CivicLab-ისა და Uchange მეთოდოლოგიების ტრენერთა მომზადების პირველ სასერტიფიკაციო კურსს თბილისში. სამმა უკრაინელმა ექსპერტმა CivicLab-ისა და Uchange მეთოდოლოგიების პრაქტიკული გამოყენების მიზნით დაატრენინგა ქართველი ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს ეფექტური სტრატეგიული საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

CivicLab და UChange მეთოდოლოგიები შემუშავებულია ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ, რომლებიც ხელს უწყობს და წაახალისებს მოქალაქეების ეფექტურ ჩართულობას საკუთარ თემში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონკრეტულად, CivicLab  არის საკონსულტაციო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ეროვნული სტრატეგიების,  სამოქმედო გეგმების, რეგულაციების, ადგილობრივი პროგრამების, კანონპროექტების შემუშავებისთვის მონაწილეობითი მეთოდის, მათ შორის ციფრული და საგანმანათლებლო კომპონენტების გამოყენებით. UChange კი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სკოლებსა და ინსტიტუტებს ინტერაქციული აქტივობით უკეთ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუ სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა და წვლილის შეიტანა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებით.

ორივე მეთოდოლოგია გამოიყენება მოქალაქეებზე ორიენტირებული, გენდერულად მგრძნობიარე, ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლების უზრუნველსაყოფად.

თებერვალში თბილისში გამართული ტრენინგის შემდგომი ეტაპი იქნება სამი ონლაინ სესია, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში საპილოტე  ჯგუფთან ერთად.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ: ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის გვერდი

23-25 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page