Back ტენდერი IT და ვებ-დეველოპმენტის მომსახურების გაწევისთვის

ტენდერი IT და ვებ-დეველოპმენტის მომსახურების გაწევისთვის

ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის 2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.

პროექტის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს IT სერვისის და ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციისთვის ონლაინ კურსების ვებ დეველოპმენტისა ან / და ადაპტაციის მომსახურეობის გაწევისთვის.

საქმიანობის დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 9 იანვარი. ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 6 დეკემბერი.

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ტენდერისა და კონტრაქტის დოკუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

9 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page