Back გახდი თანასწორობის ელჩი

გახდი თანასწორობის ელჩი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით  ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა.

თანასწორობის ელჩის მანდატი 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რატომ უნდა გახდე თანასწორობის ელჩი?

თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა და ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით თანასწორობის ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით.

ვის შეუძლია გახდეს თანასწორობის ელჩი?

თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოთ ახალგაზრდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ან ახმეტის მუნიციპალიტეტიდან (უპირატესობა მიენიჭება წარმომადგენლებს პანკისის ხეობიდან). სასურველია იყოთ 18-25 წლის.
  • გქონდეთ 2 წლიანი გამოცდილება თემის მობილიზებისა  და ჩართულობის შესახებ;
  • იზიარებდეთ ევროპის საბჭოს ღირებულებებს;
  • გქონდეთ ზოგადი ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ;
  • გქონდეთ საკმარისი დრო, მოტივაცია და გამოცდილება ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • პირადი რეზიუმე (CV), სადაც მოცემულია ინფორმაცია თქვენი რელევანტური გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • 500 სიტყვიანი იდეის მონახაზი, რომლის განხორციელებაც თქვენი აზრით კარგი იქნება თქვენს რეგიონში/თემში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით.

შერჩევის პროცესი:

მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 22 მაისი 2022 . ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით: თანასწორობის ელჩი

თანასწორობის ელჩის კონკურსი ტარდება  ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

02/05/2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page