პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში
თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის “თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში” მიზანია საქართველოში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ მოწყვლადი და უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი (სახალხო დამცველის აპარატი) და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები (ბიზნესი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობათა თემი და მანდატურები), რომლებიც ჩაერთვებიან თანასწორობის ხელშეწყობასა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სამართალდამცავი სამსახურები, რომლებიც ეფექტურად გამოიძიებენ და სისხლისსამართლებრივ დევნას აწარმოებენ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
კერძო კომპანიები
პროექტი ხორციელდება 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე.