Back 2021-22 წლებში ევროპის საბჭოს დახმარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება

2021-22 წლებში ევროპის საბჭოს დახმარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობის პროექტი დახურა. პროექტი, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,  პროკურატურასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან,  სასამართლოსთან, სახალხო დამცველის აპარატთან, მანდატურის სამსახურთან და კოალიციასთან თანასწორობისთვის.

სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, 2021-22  წლებში, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე დროული რეაგირება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 3,505 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა 2,006 პირი, ხოლო მსჯავრდადებული 906 პირი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების უმეტესობა დაკავშირებული იყო გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან.

2021-22 წლებში გატარებულ პოზიტიურ ცვლილებებს წინ უძღოდა ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების გაუმჯობესებას. მათგან მნიშვნელოვანი იყო: მანდატურთა გადამზადება, საგანმანათლებლო ვიზიტები საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებში, თანასწორობის დოკუმენტების შემუშავება, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებში ცნობიერების ამაღლება.  2023 წელს, შემუშავდა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკის ანალიზის პირველი ანგარიშიც. გამომძიებლებისათვის შემუშავდა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სასწავლო მოდული. 105-მა პროკურორმა, 11-მა გამომძიებელმა, 35-მა მენეჯერმა და 18-მა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა გაიარა გადამზადება დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით.

პროექტში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორიც. საბანკო, სადაზღვევო და საცალო გაყიდვების წარმომადგენლები გადამზადდნენ თანასწორობისა და დისკრიმინაციის თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე საბჭოს სტანდარტების შესაბამისად. ანალოგიურად, ამ სექტორისთვის შეიქმნა თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტები. კერძო სექტორის კვალდაკვალ გადამზადდნენ სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციები აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

დახურვით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „წინააღმდეგობის ძაფები“. ფოტო, ვიდეო და ინსტალაციური ნამუშევრების მიზანი იყო წინააღმდეგობის ხშირად უხილავი მაგალითების გამოტანა  დღის სინათლეზე.

ამავე ავტორების (ანდრო დადიანის, სალომეა ბაუერის, დინა ოგანოვასა და Chai Khana) ნამუშევრებით გაიხსნა თანასწორობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ნოემბერში, რომელიც სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირების ჩართულობით გაიმართა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატისა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ევროპის საბჭოსთან ერთად შეაჯერეს წლის მანძილზე გაწეული სამუშაო.

ღონისძიებაზე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს (CoE) ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერმა მენო ეტემამ და ბელგიის სამეფოს ელჩმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მიქელ პეეტერმანსმა.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში მხარდაჭერითპროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 14 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge