Back პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ოფიციალურად გაიხსნა

პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ოფიციალურად გაიხსნა

28 ოქტომბერს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ოფიციალური წარდგენის ღონისძიება გამართა. დაახლობით 100-მდე განათლების სფეროს ექსპერტმა, სკოლის დირექტორმა, მასწავლებელმა, სამთავრობო, საერთაშორისო და ადილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა  მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში „დემოკრატია იწყება სკოლაში – სკოლების როლი მონაწილეობითი კულტურის განვითარებაში საქართველოში“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის ერთ-ერთ მთავარია პარტნიორია. კონფერენცია თამარ მახარაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ დემოკრატიის საფუძვლები, რათა შემდგომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლონ, სკოლებში მიღებული ცოდნის გამოყენება.

პროექტს აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. ჰაიდი გრაუ, საქართველოში შვეიცარიის ელჩი, ხაზს უსვამს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას: „შვეიცარიაში, ბავშვები დემოკრატიულ ღირებულებებსა და კომპეტენციებს საკლასო ოთახში სწავლობენ. შედეგად, ბავშვები იზრდებიან აქტიურ მოქალაქეებად და შეაქვთ წვლილი თავიანთი თემის დემოკრატიულ პროცესებში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ საქართველოში სკოლის მმართველობაში ბავშვების ინკლუზიური მონაწილეობისთვის ძლიერი საფუძველი შევქმნათ“.

ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, მის სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის როლს: „პროექტი გააძლიერებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან საქართველოში. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი იყო პროექტის შემუშავებაში და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება მის განხორციელებაში. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმებს საქართველოში, ევროპის საბჭოს ინსტრუმენტის - დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო -  ქვეყნის განათლების პოლიტიკაში და პრაქტიკაში გამოყენებით. ჩვენ გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს ინსტრუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ნახსენებია ეროვნული განათლების და მეცნიერების 20220-2030 წლების სტრატეგიაში.”

კონფერენციაზე განიხილეს ევროპის საბჭოს მთავარი კონცეფციები და მიდგომები კომპეტენციებზე დაფუძნებულ მოქალაქეობრივ განათლებაში და საქართველოს მთავარი მიღწევები ამ სფეროში. ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში“ შედეგები და რეკომენდაციები. კვლევის ანგარიშში სკოლის ცხოვრების ის ასპექტები გაანალიზდა, რომელთაც გავლენა აქვთ მოსწავლეთა მონაწილეობაზე და როგორებიცაა სასკოლო კლიმატი, სკოლის ლიდერები და მმართველობა, სკოლის საბჭოები, მოსწავლეთა თვითმმართველობები, კურიკულუმი, სწავლა და სწავლება და სხვა. ანგარიშში გამოიკვეთა მეტად სტრატეგიული მიდგომის შემუშავების საჭიროება დემოკრატიული სკოლის მმართველობის მიმართ სკოლებში, სკოლის დირექტორის როლი და საერთო სასკოლო მიდგომაზე აქცენტი მოსწავლეთა მოანაწილეობაში.

ღონისძიების მეორე ნახევარი სამუშაო ჯგუფებს დაეთმო. კონფერენციის მონაწილეებმა მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობა, სკოლის დემოკრატიული მმართველობისკენ გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები და დემოკრატიული სკოლის  ლიდერებისთვის საჭირო კომპეტენციები განიხილეს.

პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს  საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების გაზრდილი მონაწილეობით, სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და პრაქტიკის გზით.

 

*პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ განათლებისა და მეცნიერების  ამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და ანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.


Image Gallery

28 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page