Back საჯარო კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტში

საჯარო კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტში

2023 წლის 25-26 მარტს თელავის მუნიციპალიტეტმა 2023-2024 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჯარო  კონსულტაციები გამართა.

საჯარო კონსულტაციისთვის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის მეთოდოლოგია „CivicLab“ გამოიყენა, რომელიც საჯარო კონსულტაციების საორგანიზაციო ინსტრუმენტია და მოქალაქეებს პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.  

„CivicLab“ არის ევროპის საბჭოს ინოვაციური ციფრული მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და  შეიმუშაონ რეკომენდაციები პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად. ეს  მეთოდოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2023-2025 წლების ადგილობრივი სამოქმედო გეგმის“ შემუშავების მიზნით.

ღია და გამჭვირვალე რეგისტრაციის შედეგად შერჩეული თელავის „CivicLab“ კონსულტაციების მონაწილეები  საჯარო, სამოქალაქო, განათლებისა და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები არიან.  კონსულტაციების მონაწილეებმა სამ თემაზე იმუშავეს: თელავის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წარმოება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება. თითოეულ თემაზე მონაწილეებმა განიხილეს არსებული პრობლემები, შეაფასეს წარმოდგენილი იდეების რეალურად განხორციელების შესაძლებლობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს.

საჯარო კონსულტაციების შედეგები  თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმაში აისახება.

ღონისძიება გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

25-26 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page