Back რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)

რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)

წინაპირობა

რუსეთის ფედერაციას გააჩნია კანონპროექტთან დაკავშირებული კონსულტაციების ხანგრძლივი პრაქტიკა სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე, ისევე როგორც საჯარო დისკუსიებისა. საჯარო დისკუსიებს ადგილი აქვს სხვადასხვა ადგილას და პროფესიული საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აგრეთვე პაციენტთა საზოგადოების ჩათვლით.


რუსეთის ფედერაციის მთავრობის რეზოლუცია „საკანონმდებლო აქტივობების დასახვეწი ზომების შესახებ“ (2009) უზრუნველყოფს, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულ იქნა სამთავრობო ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განთავსებულია განსაკუთრებულ ვებგვერდზე საჯარო დისკუსიისათვის. მოქალაქეების მიერ მოწოდებული კომენტარები და შეთავაზებები ქვეყნდება ან თავსდება იგივე ვებგვერდის საშუალებით. ეს პასუხები მომზადებულია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო მზრუნველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სამართლის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა ჯგუფების მონაწილეობით.

ამასთანავე, საჯარო დისკუსიები კანონპროექტის შესახებ, ტარდება განსხვავებული სამიზნე აუდიტორიასთან: პროფესიულ საზოგადოებასთან, მეცნიერების ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციებთან, პაციენტთა ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან, რომელშიც მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოებაა წარმოდგენილი. კანონპროექტებში შესწორებები შედის შეკრებილ მოსაზრებებზე დაყრდნობით. თუკი კანონპროექტის მიღება მიჩნეულ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევად ან შეზღუდვად, ამგვარი კანონპროექტები შესაძლოა საჯაროდ განსახილველად იქნეს გადაცემული.


საკითხი

რუსეთის ფედერაციის 1992 წლის კანონი „ ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ“ გარდაცვალების შემდეგ ზრდასრული ადამიანის სხეულიდან ორგანოების ამოღების უფლებას იძლევა, თუკი არ არსებობს ჩანაწერი, რომ ეს ქმედება მისი სურვილის საწინააღმდეგო იქნება. სხვაგვარად რომ ითქვას, სავარაუდო თანხმობა, რომელიც ეფუძნება უარის თქმის სისტემას. კანონმდებლობა ფოკუსირებას ახდენს ორგანოების ტრანსპლანტაციაზე და მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს საკითხებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება ორგანოების დონაციის დროს.

ჩატარებულ იქნა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ნათესავები მსჯელობაში ორგანოების აღების შესახებ გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან და აგრეთვე რამდენად აქვთ მათ უფლება უარი თქვან ორგანოების დონაციაზე, როდესაც გარდაცვლილ პირს არ აქვს დარეგისტრირებული თავისი სურვილი.

კიდევ ერთი დისკუსია უკავშირდება ორგანოების აღებას ბავშვების სხეულიდან. 1992 წლის კანონი კრძალავს ორგანოების აღებას 18 წლამდე ასაკის ცოცხალი პირის (ბავშვის) სხეულიდან და მოითხოვს ინფორმირებულ თანხმობას ერთ-ერთი მშობლისაგან (პირდაპირი თანხმობა, „მონაწილეობის მიღება“) იმისათვის, რომ ამოღებულ იქნეს ორგანო გარდაცვლი ბავშვის სხეულიდან.

2016 წელს შემოთავაზებული ახალი კანონმდებლობა, მიზნად ისახავდა კანონმდებლობის დახვეწას, ორგანოების დონაციის სფეროში, იმისათვის რათა გამოესწორებინა სამართლებრივი ხარვეზები ორგანოების დონორების უფლებებთან დაკავშირებით; რათა დაებალანსებინა დონორების, რეციპიენტების, მათი ნათესავების და სამედიცინო ორგანიზაციების სპეციალისტების უფლებები და დაეხვეწა დონაციის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება ორგანოების დონაციის მნიშვნელობის და ახალი კანონმდებლობის შესახებ, მისი განვითარებისა და გაუმჯობესების ჩათვლით.


მეთოდი

შემოთავაზებული შესწორებები დამოკიდებული იყო საჯარო კონსულტაციასა და დისკუსიაზე, 2009 წლის კანონპროექტის მოთხოვნის შესაბამისად.

დისკუსიას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფორმით. ონლაინ დისკუსიას ძირითადად ესწრებოდნენ უბრალო მოქალაქეები, 40 წელს ზემოთ, ვინც განიხილავდა შემოთავაზებულ კანონპროექტს და გამოხატეს თავისი მოსაზრებები ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით. მათი მიდგომა ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით, ძირითადად ნეგატიური ან ნეიტრალური იყო.

დისკუსიას ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა თაობას შორის, ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში.

კანონპროექტზე დეტალურ დისკუსიას ადგილი ჰქონდა პროფესიულ საზოგადოებაში, ექსპერტებთან შეხვედრის დროს. ექსპერტების აზრები გაანალიზებულ იქნა წესების შესაბამისად კანონპროექტის მოსამზადებლად, მთავრობისთვის წარსადგენად. ანალიზზე პასუხი გაცემული იქნა სამინისტროს მიერ, რომელმაც კანონპროექტი მოამზადა.

 

შედეგი

დისკუსიის შედეგმა საშუალება მისცა სამინისტროს გაეუმჯობესებინა კანონპროექტის დებულებები და პროგრამები მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ორგანოების დონაციის შესახებ.

კანონის ის ნაწილი, რომელიც გარდაცვლილი ბავშვების ორგანოების დონაციის ნებართვას იძლევა, მუდმივ კრიტიკას განიცდის. დისკუსიამ აჩვენა, რომ რუსული საზოგადოება არ არის მზად გარდაცვლილი ბავშვების ორგანოების დონაციისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე დარეგულირებულია კანონით და არ არსებობს დაბრკოლება, რომ აღნიშნული დებულება შესრულდეს.

კანონში შემოთავაზებულმა შესწორებებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა და ახალი კანონი შეჩერებული იქნა, სანამ იგი პარლამენტამდე მიაღწევდა (დუმა).


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად

ორგანოების დონაცია საკმაოდ სენსიტიური საკითხია რუსული საზოგადოებისთვის, გარდაცვლილი ადამიანების სხეულის მთლიანობისადმი მინიჭებული მნიშვნელობის გამო. ექსპერტებს შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ კვლავ რთულია დონორების ნათესავების უფლებების რეგულირება.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დისკუსია მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ ადამიანები სრულად გაიაზრებენ საკითხს, განსაკუთრებით, როდესაც იგი ადამიანის უფლებების საკითხს წამოჭრის. დისკუსიას უნდა უსწრებდეს ფართო საინფორმაციო კამპანია, რომელსაც თან დაერთვება არსებულ და ახალ კანონმდებლობაში განხილული, ყველა დებულების დეტალური ახსნა.

გრძელდება ახალი კანონპროექტის განხილვა და ყველაზე დიდ სირთულეს წამოადგენს ორგანოების დონაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დაძლევა, 50-60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსიაში.

საჯარო დისკუსია უნდა იყოს ადაპტირებული კულტურულ კონტექსტთან. შესაძლოა ამ საკითხს თავისი ისტორიული და კულტურული ფესვები ჰქონდეს, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დაკრძალვამდე მიცვალებულის სხეულის მთლიანობის შენარჩუნება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page