Back სამართალდამცავი ორგანოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიციის სავარაუდო გადაცდომები საქართველოში

სამართალდამცავი ორგანოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიციის სავარაუდო გადაცდომები საქართველოში

2022 ივლისში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების, შეტყობინებებისა და საჩივრების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა 8 შეხვედრა საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და კახეთი).

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წარმოადგინა პირველი კვარტალური ანგარიში და მიმდინარე სამუშაო გეგმა, რომლის მთავარი მიზანი სამსახურის საქმიანიბის გამჭირვალობის გაზრდაა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, რომლებიც ეხელა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობას და არასრულწლოვნების მიმართ ძალადობას. გათვალისწინებულ იქნა ასევე არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის სირთულეები, რაზეც ყურადღბა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაამახვილეს.

აღნიშნული შეხვედრებზე გამართული ინტერაქტიული დისკუსიების შედეგად ადგილობრივი საჭიროებები და რეგიონებისთვის სპეციფიკური საკითხების უკეთ გამოიკვეთა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დაიდენტიფიცირდა.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page