Back სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის პილოტირება თბილისის, მარნეულისა და გორის მუნიციპალიტეტებში

სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის  პილოტირება  თბილისის, მარნეულისა და გორის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში, თბილისში, მარნეულსა და გორში ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“ პილოტირება დაიწყო. მეთოდოლოგიას მუნიციპალიტეტები გამოიყენებენ მუნიციპალური სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისთვის, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო ჩართულობას.

პილოტირების პროცესის დაწყებას წინ უძღვოდა სამდღიანი და ინტენსიური ტრენინგი, რომლის შედეგად საპილოტე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა  მეთოდოლოგიის განსახორციელებლად საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინეს.

ტრენინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეაფასეს მონაწილეობის დონე ადგილობრივ თემში, განიხილეს მუნიციპალიტეტში ჩართულობის არსებული მექანიზმები და შეისწავლეს მეთოდოლოგიური მიდგომები დაინტერესებული მხარეების განსაზღვრისა და შეფასებისთვის.

მეთოდოლოგია დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ სამოქალაქო ჩართულობა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების დროს. მუნიციპალიტეტები იმუშავებენ ისეთი სტრატეგიული მუნიციპალური დოკუმენტების შემუშავებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, ტურიზმის სტრატეგია და სხვა. ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის გამოყენებით, მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ სტრატეგიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ითვალისწინებს და შედეგებზე ორიენტირებულ პროცესს უზრუნველყოფს. 

სამდღიანი ტრენინგის შემდგომ, მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტებში შეაფასებენ თემს და დაინტერესებულ მხარეებს განსაზღვრავენ.

ევროპის საბჭო აგრძელებს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის  განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

15-17 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page