პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
29.05.14
მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებენ

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ აასტრუპ იენსენმა (დანია, პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) საქართველოს ხელისუფლებას  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამყვან წევრებზე ნუგზარ წიკლაურზე და ზურაბ ჭიაბერაშვილზე (საქართველოს ყოფილ ელჩი ევროპის საბჭოში) თავდასხმის ფაქტზე სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდეს, განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადების გათვალისწინებით, რომ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული გახლდათ.

„შეშფოთებას იწვევს ასეთი ტიპის თავდასხმები და განცხადებები, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია, განსაკუთრებით კი არჩევენების პერიოდში. აუცილებელია მათი ჯეროვნად და მიუკერძოებლად გამოძიება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გამოირიცხოს შესაძლო პოლიტიკური მოტივი, ვინაიდან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქნიოს ოპოზიციის აქტივისტებზე,“ განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ შემდეგი ანგარიშის წარდგენა სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომ პლენარულ სესიაზე (29 სექტემბერი-3 ოქტომბერი) იგეგმება.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.