პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
28.05.14
კონგრესის წინასაარჩევნო მისია საქართველოში

28 და 29 მაისს კონგრესის დელეგაცია წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიით ესტუმრება საქართველოს და შეაფასებს 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადების პროცესს.

დელეგაცია ბატონ ჯოს ვიენენის ხელმძღვანელობით (ნიდერლანდების სამეფო, ევროპული სახალხო პარტია/ევროპის საბჭოს კონგრესი) შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, კერძოდ,  ქალბატონ თეა წულუკიანს - იუსტიციის მინისტრს და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილეს - ბატონ თენგიზ შერგელაშვილს.   

 დელეგაცია აგრეთვე შეხვედრებს გამართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგელებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. შეხვდებიან მედიასა და დიპლომატიურ კორპუსსაც.  

ასევე იგეგმება შეხვედრები თბილისის მერობის კანდიდატებთან, მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

11-დან 16 ივნისამდე არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს ეწვევა უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია 22 წევრის შემადგენლობით.

 

დელეგაციის შემადგელობა

 

კონგრესის წევრები:

ჯოს ვიენენი (ნიდერლანდების სამეფო, ევროპული ხალხთა პარტია/ევროპის საბჭოს კონგრესი) - დელეგაციის ხელმძღვანელი და მომხსენებელი

დუშიცა დავიდოვიჩი (სერბეთი, სოციალისტური ჯგუფი)

სტიუვარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, დამოუკიდებელი და ლიბერალურ-დემოკრატიული ჯგუფი)

 

ევროკავშირის რეგიონული კომიტეტი

იერჟი ზაიაკალა (პოლონეთი, ევროპული ასოციაცია)

კონგრესის სამდივნო  

რენატ ზიკმუნდი, განყოფილების უფროსი, ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების განყოფილება

კაროლ-ენნ ჰიუსი, ასისტენტი, ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების განყოფილება

საკონტაქტო პირი

რენატ ზიკმუნდი, კონგრესის სამდივნო:

მობ: + 33 659 786 455 – renate.zikmund@coe.int

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.