პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
28.04.14
გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი: “ევროპა ცივი ომის შემდეგ  ადამიანის უფლელებთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კრიზისის წინაშეა”

ახალი ანგარიში ევროპაში ადამიანის უფლელების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ

სტრასბურგი 16.04.2014 – გენერალური მდივანის ტორბიორნ იაგლანდის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში ისევ გრძელდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის კორუფცია, ადამიანების ტრეფიკინგი, რასიზმი და დისკრიმინაცია. ბევრ ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე ექსტრემიზმისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. მოცემული ანგარიში ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების პირველ კონსოლიდირებულ ანალიზს წარმოადგენს.  

ბატონმა იაგლანდმა ევროპაში კონფლიქტების წარმოშობის საფრთხეზე ისაუბრა უკრაინის კრიზისსა და ყირიმში რუსეთის სამხედრო ჩარევასთან მიმართებით: „დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ნაკლებობამ გამოიწვია კორუფციის ფართოდ გავრცელება და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება“. გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა სრულად დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია:  

„მე ვთხოვ წევრ სახელმწიფოებს შეწყვიტონ ძირითადი უფლებების დარღვევა და მიიღონ ევროპის უნიკალური კონვენციური სისტემის დამატებითი რეფორმები. ევროპას სჭირდება ახალი პან-ევროპული უსაფრთხოების გეგმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას. ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნოთ ევროპა მშვიდობისა და თანამშრომლობის გზაზე, საერთო ღირებულბებზე, სტანდარტებსა და კონონიერ ვალდებულებებზე დაფუძნებით“- განაცხადა გენერალურმა მდივანმა.  

აღნიშნული ანგარიში, რომელიც შეიცავს რიგ რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციამ უზრუნველყოს მისი 47 წევრი სახელმწიფოს უფრო მყისიერი და ეფექტიანი დახმარება, განხილული იქნება ევროპს საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე 6 მაისს, ვენაში.  

ბატონმა იაგლანდმა აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამინდელ ძალადობის გამოვლინებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა: „უკრაინის თითოეულ მხარეს მოვუწოდებ შეწყვიტონ ძალადობის ესკალაცია და ჩაებან პოლიტიკურ მოლაპრაკებაში ერის მომავლის თაობაზე. უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაეხმარონ ქვეყანას მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი გადაწყვეტილებების პოვნაში“.   

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.