პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.07.11

სასწავლო ვიზიტი და სამუშაო შეხვედრა  დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით

2014 წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ევროპის საბჭო გეგმავს სასწავლო ვიზიტს ბელგიაში საქართველოს ხელისუფლების  წარმომადგენლებისათვის. ღონისძიება მიზნად ისახავს, მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია ქართველ მონაწილეებს, თუ როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმები და განიხილოს საქართველოს საჭიროებათა შესაბამისი მოდელის შექმნის შესაძლო პერსპექტივა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედ კომიტეტთან ბრიუსელში. გარდა ამისა, სტუმრები ეწვევიან სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრიუგეში. ვიზიტი დასრულდება ორდღიანი სამუშაო შეხვედრით, რომელზეც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დამოუკიდებელ საგამოძიებო მოდელთა წარმომადგენლები  ქართველ მონაწილეებს გააცნობენ თავიანთ ორგანიზაციათა მუშაობის სპეციფიკას და გაუზიარებენ გამოცდილებას. სავარაუდოდ, ეს სამუშაო შეხვედრა წაახალისებს და დასაბამს მისცემს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ქართული მოდელის შექმნას. მ 

ღონისძიება ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის -„ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“- ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ივლისში დაიწყო და თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.