პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
25.03.2014
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა პატიმრობისა და მკურნალობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეფასება

2014 წლის 25  მარტს, ევროპის საბჭო წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა პატიმრობისა და მკურნალობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეფასებით ანგარიშს.

ანგარიში ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა მოამზადა, რომელშიც იგი შესაბამისი კანონმდებლობის ცალკეული მუხლების საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობას აფასებს. ანგარიშში ასახულია  ის სფეროები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებესა თუ დაზუსტებებს საჭიროებს და მოცემულია არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ანგარიშის პრეზენტაცია და განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლბები მიიღებენ.

ანგარიშის დასკვნები ეროვნულ ხელისუფლებას ციხეებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გასატარებელი საკონონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში დაეხმარება.

ქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.