პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
23.05.2014
ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

2014 წლის 23-24 მაისს, ევროპის საბჭო, ციხის ჯანდაცვის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით,  მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან.

 ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში,რომელიც სასტუმროში „ლოპოტის ტბის კურორტი“ გაიმართება,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის და გადაწყვეტილებების მიმღები პირები დაასრულებენ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას და დაიწყებენ მის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას. დოკუმენტების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან ევროპის საბჭოს კონსულტანტები და პროექტის უფროსი ოფიცრები.

 როგორც იგეგმება, სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო პროექტი მზად 2014 წლის 20 ივნისს იქნება და განსახილველად წარედგინება ციხის ჯანდაცვის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურულიტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში იმართება. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.