პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.03.2014
დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადება ჯანდაცვის საკითხებში

2014 წლის 21 მარტს, ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი და შინაგან საქმეთა სამინისტრო  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებისთვის ტრენინგების პროგრამას გახსნის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

ტრენინგის პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა  ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის“ ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში. ტრენინგის პროგრამის 230 მონაწილე ცოდნასა და უნარებს გაიუმჯობესებს და ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობების, თვითდაზიანების,  იმუნო დეფიციტური და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს გაეცნობა სამდღიან, ინტერაქტიულ ტრენინგეზე, რომელიც  ყურადღებას პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე, საერთაშორისო სტანდარტებსა თუ სამართლებრივ დოკუმენტებზე გაამახვილებს.  ტრენინგები მიზნად დროებითი განთავსების იზოლატორებში ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას და იზოლატორებში განთავსებული პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობას ისახავს.

ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული ტრენერები ტრენინგებს 2014 წლის 21 მარტიდან 2014 წლის ივნისამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩაატარებენ.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.