პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.02.2014 

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა

სტრასბურგი, 19 თბერვალი, 2014 19 თებერვალს, ქალაქ ნიქოზიაში (კვიპროსი) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იქნება ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა შვედეთში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთსა და სომხეთში, აგრეთვე, ბოლო დროს პორტუგალიაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ფინეთში განვითარებული მოვლენები.

კომიტეტი სპეციალურ დისკუსიებს გამართავს ბოსნია-ჰერცოგოვინაში მონიტორინგის შემდგომ პროცესებთან და უკრაინის ამაჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის ტენდენციების განხილვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის თანდასწრებით წარიმართება.

კონგრესის დელეგაციას უხელმძღვანელებს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტი ლარს ო. მოლინი (შვედეთი EPP/CCE). დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ფრეკონი (საფრანგეთი, SOC) და ანდრეას კიფერი, კონგრესის გენერალური მდივანი. კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადესს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სოკრატის ჰასიკოს.

დღის წესრიგში სხვა საკითხები მოიცავს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების წარმატებულ პრაქტიკას და იმ ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებებს, რომლებიც დე ფაქტო საზღვარგარეთ

 ადგილზე საკონტაქტო პირი 
სტეფანი პოირელი, კონგრესის სამდივნო, ტელ.: +33 (0)6 63 55 07 10 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.