პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
18.02.14
კონფერენცია : 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები’

ევროპის საბჭო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი შვეიცარიის კონფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2014 წლის 19 თებერვალს თბილისში აწყობს  კონფერენციას ‘2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები’. კონფერენცია შემდგომი ნაბიჯია იმ დისკუსიისა რომელიც თბილისში 13 თებერვალს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშის განხილვას ეფუძნებოდა. კონფერენციის მიზანია : 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის სათანადო ნაბიჯების გადადგმა რათა უზრუნველყოფილი იქნას ევროპული და საერთაშორისო სტანდართებთან სრული შესაბამისობა. საგანგებო ყურადღება დაეთმობა მსჯელობის იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს, სხვა საერთაშორისო პარტიორებთან ერთად, თავისი პროგრამის განხორციელების დროს საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევა.

კონფერენციას გახსნის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში -ნი ალექსი პეტრიაშვილი, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის, კულტურის და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორი -ნი კლაუდია ლუჩიანი , შვეიცარიის ელჩი საქართველოში -ნი გიუნტერ ბეხლერი, და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი -ნი სტევენ ჰაიკინი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების და პარლამენტის წევრები, საქართველოს ცენტრალური კომისიის წევრები, საერთაშორისო საზოგადოების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მსჯელობა ოთხი ძირითადი მიმართულებით გაიმართება: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ექსპერტთა მიერ შეფასება, და გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

 

ტელ: +995 32 2913870

ფაქსი: +995 32 2 91 38 74  

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.