პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.06.14
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში: ევროპის საბჭოს კონგრესი მოუწოდებს საარჩევნო დარღვევების მიმართ ნულოვანი შემწყნარებლობის სტრატეგიისაკენ შესაძლო მეორე ტურის ჩატარებამდე

თბილისი, 16 ივნისი 2014. – „მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი არჩევნები მთლიანად წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ინციდენტისა და ზოგიერთი დარღვევის შესახებ მიღებული ანგარიშების მიუხედავად. ძალიან წინააღმდეგობრივი კამპანიის შემდეგ, რომელიც დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა უხეში რიტორიკითა თუ ძალადობრივი ქმედებებით, ეს ადვილად მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, იოს ვინენმა (ნიდერლანდები, ევროპული ხალხთა პარტია/ევროპის საბჭოს კონგრესი) დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.   

15 ივნისს 11 სადამკვირვებლო გუნდი განაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეწვია 150-ზე მეტ საარჩევნო უბანს. დელეგაცია შედგებოდა 22 წევრისაგან ევროპის 15 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტს.    

დღევანდელ პრეს კონფერენციაზე, სადაც წარმოადგინეს წინასწარი დასკვნა, ბატონმა ვინენმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების ჩატარების ტექნიკური მხარის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს და  მიულოცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი მოვალეობის  პროფესიულ  დონეზე შესრულება საკმაოდ რთულ ვითარებაში. მან აგრეთვე აღნიშნა სიტუაციის გაუმჯობესება მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენტების მედიაზე წვდომის კუთხით, ასევე აღნიშნა დადებითი გამოხმაურება ელექტორატის ღიაობის და ამომრჩევლებზე ზეწოლის არარსებობის  თვალსაზრისით.  

 „ამავე დროს, საარჩევნო კანონმდებლობა კვლავ გასაუმჯობესებელია. მაგალითად, ახლანდელი სისტემა კვლავაც არსებული ძალებისთვისაა ხელსაყრელი და ხელს არ უწყობს უფრო მცირე პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს. კერძოდ, ამის მაგალითია საარჩევნო კომისიების შემადგენლობა. მიგვაჩნია, რომ დათვლის პროცესი ასევე მოითხოვს გადახედვას,“ განაცხადა ბატონმა ვინენმა.

„მეტიც, ჩვენ უკმაყოფილონი დავრჩით, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები პროპორციული პარტიული სიებიდან, სავარუდოდ, მათზე ზეწოლის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ასეთი შემთხვევის გამჭვირვალე და ჯეროვანი გამოძიება. იგივე ეხება ძალადობის შემთხვევებს არჩევნების წინ და  გუშინ“, - ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა ვინენმა.

„ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია გაიმართოს მეორე ტური, უნდა გატარდეს ნულოვანი შემწყნარებლობის პოლიტიკა საარჩევნო დარღვევებისა და შეურაცხმყოფელი ან მოძულე დისკურსის მიმართ. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ სტრატეგიაში,“ - განაცხადა დასასრულს  დელეგაციის ხელმძღვანელმა.  

წინასწარი დასკვნა

11 ივნისს გამოქვეყნებული პრეს რელიზი

საკონტაქტო პირი: რენატ ზიკმუნდი, კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების თავმჯდომარე ტელ: + 33 659 786 455 – renate.zikmund@coe.int  

 

კონგრესს აქვს ორი პალატა, ადგილობრივი ხელისუფლებების პალატა და რეგიონთა პალატა. ის აერთიანებს 318 სრულ და 318 შემცვლელ წევრს, რომლებიც წარმოადგენენ 200 000 ევროპულ ტერიტორიულ თემს. კონგრესის პრეზიდენტი: ჰერვიგ ვან სტაა (ავსტრია, ევროპის სახალხო პარტია/ ქრისტიან დემოკრატები), რეგიონთა პალატის პრეზიდენტი: ნატალია რომანოვა (უკრაინა, დამოუკიდებელ და ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფი), ადგილობრივ ხელისუფალთა პალატის პრეზიდენტი: ჟან-კლოდ ფრეკონი (საფრანგეთი, სოციალისტური ჯგუფი) პოლიტიკური ჯგუფები: სოციალისტური ჯგუფი (SOC), ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფი - ქრისტიან-დემოკრატები (EPP/CD), დამოუკიდებელ და ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფი (ILDG), ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი (ECR).

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.