პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.05.14
ევროპის საბჭო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

16 მაისს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ ლგბტ უფლებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებს და არა განსაკუთრებულ უფლებებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურმა მომხსენებელმა ბიედრონმა მოწოდება გააჟღერა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვისაკენ. ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მიუჟნიეკსმა შემდეგი განცხადება გაავრცელა თვითერის მეშვეობით „დროა სახელმწიფო და საზოგადო ლიდერებმა მეტი პატივისცემა გამოხატონ ლგბტ პირების ადამიანის ადამიანის უფლებებისადმი #humanrights და წინ აღუდგნენ მათზე არსებულ ცრუ შეხედულებებს #IDAHO2014“. ასევე იხილეთ კომისარი მიუჟნიეკსის ანგარიში საქართველოზე, რომელიც შეიცავს უმცირესობათა ჯგუფების, მათ შორის ლგბტ-ების მდგომარეობის შეფასების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.