პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.05.2014
ევროპის საბჭო ციხის ექთნებს პროფესიულ დღეს ულოცავს

2014 წლის 14 მაისს, ევროპის საბჭომ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და საქართველოს უნივერსიტეტმა საქართველოს ციხეებში მომუშავე ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ- არჩილ თალაკვაძემ და კატერინა ბოლონეზემ (ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში) სერთიფიკატები გადასცეს იმ პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებულ კურსთამთავრებულებს, რომელიც სპეციალურად ციხის ექთნებისთვის შეიქმნა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში.

მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 60 ექთანმა გაიარა ერთთვიანი პროფესიული კურსი და გაეცნო საექთნო სფეროში არსებულ ახალ მიდგომებს საქართველოს უნივერსიტეტში.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ციხის 75 ექთნის პროფესიულ ჩვევების ამაღლებას, განათლების უწყვეტობის პრეცედენტს შექმნას, ციხის ჯანდაცვის სისტემაში ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების განხორციელებისთვის საფუძვლის ჩაყრას ისახავს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციხეებში უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.