საქართველოს ოფისში 42 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქმულმა სიტყვებმა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

"We cannot meet today’s challenges with yesterday’s playbook. And we must never forget that democracy is our first line of defence. What Europe needs is a reset: a New Democratic Pact for Europe."  Alain Berset Secretary General of the Council of Europe
 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც "ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტის" ქვაკუთხედია.

 იხილეთ ვრცლად "ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტის" შესახებ »


საქართველოში ევროპის საბჭოს საქმიანობის შედეგები


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge