Back ტენდერი - ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირებისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისები

ტენდერი - ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირებისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისები

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს საჯარო ტენდერს ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირებისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისების მიღების მიზნით პროექტისთვის „ნარკოპოლიტიკისა და ადიქციის პოლიტიკის გაძლიერება და მათი დანერგვა საქართველოში“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი (თბილისის დროით).

შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:

ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected].

განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია სატენდერო ფაილსა და ხელშეკრულებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.

თბილისი, საქართველო 14 აგვისტო, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge