პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
08.05.2014
ციხის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შეფასების პრეზენტაცია

2014 წლის 8 მაისს, ევროპის საბჭოს ექსპერტმა-გიორგი ბალიაშვილმა საქართველოს ციხეების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედური შეფასების ანგარიშ წარმოადგინა სასტუმროში „რედისონ ბლუ“.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა საქართველოს ციხის ჯანდაცვაში არსებული მდგომარეობა 2013 წლის დეკემბერში შეისწავლეს და შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც  ციხის ჯანდაცვის 2013-2014 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული ამოცანების შესრულების კუთხით დაფიქსირდა 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით და   ევროპის საბჭოს რეკომენდაციებთან და წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებთან  შესაბამისობის კუთხით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეფასების შედეგებს და ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ციხის ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ.

აქტივობა ჩატარდა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.