პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
06.06.2014 
ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ადგილობრივი არჩევნებიდან ოპოზიციის კანდიდატების მოხსნის გამო  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე მონიტორინგში, ბატონებმა მაიკლ აასტრუპმა (დანია, პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) და ბორის ცილევიჩმა ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“)გამოთქვეს შეშფოთება რამდენიმე შემთხვევის გამო, როცა ოპოზიციის ზოგიერთმა კანდიდატმა, სავარაუდო ზეწოლის შედეგად, მოხსნა თავისი კანდიდატურა ადგილობრივ არჩევნებში.

 მათ ხელისუფლებას ამ შემთხვევების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ და ზეწოლის შესახებ ვარაუდების დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. „ ცხადია, რომ ზეწოლის შედეგად არჩევნებიდან კანდიდატების მოხსნა  დემოკრატიულ საზოგადოებაში არ ხდება, და თუ ეს მოხდებაა, მიუღებელი იქნება“  

მომხსენებლები მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ თავიანთი ანგარიშის პროექტს მონიტორინგის კომიტეტს წარუდგენენ ასამბლეის ზაფხულის სესიაზე (2014 წლის 23-27 ივნისს).

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.