პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
06.06.2014
ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამის მხარდაჭერა გრძელდება

ევროპის კავშირი და ევროპის საბჭოო აგრძელებენ ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნაში მხარდაჭერას. 2014 წლის 9-11 ივნისს, ფსიქოლოგები და ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები სუიციდის პრევენციის საკითხებში - ქალბატონი კეტრინ კრიმერი და პროფესორი ელიზაბეტ ჯილქრაისტი საქართველოს ეწვევიან ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში.

ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტები სუიციდის პრევენციის პილოტური პროგრამის კოორდინატორს და მე-8 და მე-11 დაწესებულებების მენეჯმენტსა და პერსონალს შეხვდებიან , სადაც პილოტური პროგრამა უკვე მიმდინარეობს. ექსპერტები შეხვედრებს გამართავენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილესთან, სამედიცინო დეპარტამენტის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან , რომლის დროსაც განიხილავენ პროგრამის მიმდინარეობას და შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ ამ სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას.  შეხვედრებიდან მიღებული დასკვნების საფუძველზე, ექსპერტები წინასწარ შეფასებებს გააკეთებენ და სუიციდის პრევენციის პროგრამის გაუმჯობესებასთან და მისი ციხეებში განხორციელების გზებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ვიზიტის დასასრულს, ექსპერტები სუიციდის პრევენციის სასწავლო პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსზეც მოამზადებენ რეკომენდაციებს. აღნიშნულ სასწავლო პროგრამას ევროპის საბჭოს ექსპერტები შეიმუშავებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მის სასწავლო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. სასწავლო პროგრამა სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული მულტიდისციპლინარული ჯგუფებისთვის არის გამიზნული.

ეს ღონისძიება ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელსაც ევროპის საბჭო ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამის შემუშავების მხარდასაჭერად ეწევა.

ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურულიტიპის სხვა დაწესებულებებში განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.