პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
05.02.14
ევროპის საბჭო და საქართველო  იწყებენ სამწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას

თბილისი, 05.02.2013 - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა თბილისს 6 თებერვალს და ოფიციალურად გამოაცხადებს ორგანიზაციის სამწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყების შესახებ. სამოქმედო გეგმის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით.
 
სამოქმედო გეგმის დასაწყისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გახსნიან გენერალური მდივანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ-ნი მაია ფანჯიკიძე, ასევე იუსტიციის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების მინისტრი ბ-ნი სოზარ სუბარი.
 
ახალი გეგმის განხორციელებას 17 მლნ ევრო დასჭირდება. იგი საფუძველს უყრის საქართველოსა და ევროპის საბჭოს ინტენსიურ თანამშრომლობას შეთანხმებულ პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის რეფორმის გაძლიერება.
 
ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გენერალური მდივანი გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრებთან.
 
პრესკონფერენცია ბ-ნ იაგლანდსა და ქ-ნ ფანჯიკიძესთან დაგეგმილია 6 თებერვალს, 12:35 საათზე. აკრედიტაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ბ-ნ ირაკლი ვეკუას: +995 32 294 50 00 ან ivekua@mfa.gov.ge.
 
მედიასთან დაკავშირებული საკითხებისათვის მიმართეთ ბ-ნ იაგლანდის სპიკერს ბ-ნ დანიელ ჰიოლტგენს: +33 6 68 29 87 51 or daniel.holtgen@coe.int
 
სხვა საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში: +995 32) 291 38 70/ 71/72/73 ან informtbilisi@coe.int

 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.