პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.04.2014 
ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სახალხო დამცველის ოფისისთვის

 2014 წლის 7-11 აპრილს ევროპის საბჭო, სახალხო დამცველის ოფისისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებისა და ექსპერტებისთვის  აწყობს ხუთდღიან ტრენინგს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე.

პროფესორი მიკოლა გნატოვსკი და დოქტორი კლივ მეუქსი,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ პრევენცის ეროვნული მექანიზმის სპეციალისტებს.  ტრენინის თემა იქნება ფსიქიკური აშლილობები, შეფასებისა და მკურნალობის მიდგომები ფსიქიატრიაში, ამ სფეროში არსებული სამართლებრივი მექანიზმები, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის და სხვა საერთაშორისო სტანდარტები. თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი მოიცავს ე.წ. „როლურ თამაშებს“, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ისწავლიან  მონიტორინგის ვიზიტების  დაგეგმვას, პაციენტთა შერჩევას და ინტერვიუების ჩატარებას უფრო ეფექტურად. ამის შემდეგ, მონაწილეები და საერთაშორისო სპეციალისტები ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაემართებიან, სადაც ადგილზე, პრაქტიკულად ჩაატარებენ სიმულაციურ მონიტორინგს იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელთაც ტრენინგის კურსის დროს გაეცნენ.  

ეს ხუთდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  ერთერთ აქტივობას წარმოადგენს, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება.    

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.