პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
29.01.13
მონიტორინგის კომიტეტმა საინფორმაციო ნოტა საჯარო გახადა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა თანამომხსენებლებისმაიკლ ასტრუპ იენსენის(დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩის (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) მიერ თბილისსა და ქუთაისში (2012 წლის 5-7 დეკემბერი) ინფორმაციის მოსაძიებელი ვიზიტის შედეგად მომზადებული საინფორმაციო ნოტა. ნოტაში ყურადღება ექცევა კოჰაბიტაციის, ყოფილი ხელისუფლებისა და სამინისტროების წევრთა სამართლებრივი დევნის საკითხებს, პოლიტიკური პატიმრების შესახებ პარლამენტის რეზოლუციას, ციხეების რეფორმასა და ამნისტიის შესახებ კანონს, და ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების რეფორმას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:  http://www.assembly.coe.int/CommitteeDocs/2013/amondoc04rev_2013.pdf

 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.