პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.09.13
ტრენინგი პროკურატურის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე
  

2013 წლის 20-21 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ბიანკა პეტკოვამ (Women’s Aid UK) და ინიშ ჟორჟიმ (APAV - პორტუგალიის დაზარალებულთა დახმარების ასოციაცია) საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის 16 კოორდინატორისთვის  ოჯახში ძალადობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე ჩაატარა სემინარი. ლექციებისა და როლური თამაშების გზით, სემინარის მონაწილეებისთვის მოხდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ოჯახში ძალადობისა და სხვა სექსუალური დანაშაულის (მაგ. შეყვარებულობის პერიოდში ჩადენილი ძალადობა და ყოჩობა) მსხვერპლი ბავშვების, მოზარდებისა და სრულწლოვნების დახმარება და გაგება. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა შეზღუდული უნარების მქონე და მაღალი რისკის ჯგუფის დაზარალებულებზე. კოორდინატორებმა შეიძინეს სასარგებლო ჩვევები დაზარალებულთა მხარდაჭერისთვის სასამართლოში და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ტრენინგის შედეგად კოორდინატორები შეძლებენ დაზარალებულთა უფრო ეფექტიანად დახმარებას ამ სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ევროპის საბჭოს აღნიშნული ღონისძიება ჩატარდადანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013, სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობაფარგლებში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.