პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.02.13
კონგრესის ინფორმაციის დამადგენელი მისია საქართველოში

სტრასბურგი, 26 თებერვალი 2013 - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია განახორციელებს ინფორმაციის დამადგენელ მისიას საქართველოში 2013 წლის 27 და 28 თებერვალს იმისათვის რათა მოიპოვოს ინფორმაცია ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არჩეულ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის ბრალდებების საკითხს, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი დემოკრატია და დააყენოს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ჭრილში. თებერვლის დასაწყისში კონგრესს გაეგზავნა ასეთი სახის საჩივარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ. დელეგაცაში შედიან კონგრესის მომხსენებლები საქართველოსათვის ნაიჯელ მერმაგენი (დიდი ბრიტანეთი, ILDG) და  ჰელენა ფილაჯასაარი (ფინეთი, SOC), მათ ასევე თან ახლავთ კონგრესის ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის აღმასრულებელი მდივანი ჟან-ფილიპ ბოზული.

დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან, ასევე რეგიონული განვითარებისა და და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თენგიზ შერგელაშვილთან და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრები ასევე დაგეგმილია თბილისის მერ, გიგი უგულავასთან და ასევე მარტვილის, აბაშის, თეთრიწყაროსა და წალკის მერებთან. დელეგაცია ასევე გაცვლის მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნულ დელეგაციასთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის წევრებთან.

პირველი მონიტორინგის ვიზიტის შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2012 წლის 11-12 ივნისს, ანგარიშის სამუშაო ვერსია და რეკომენდაციები საქართველოში ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიაზე დამტკიცებული იქნა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მიერ 2013 წლის 13 თებერვალს. ინფორმაციის მოსაძიებელი ვიზიტის შედეგად მიღებული დასკვნები თან დაერთვება ამ ტექსტს, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცემა კონგრესის სესიას 2013 წლის მარტში.

 

საკონტაქტო პირი

სედეფ ქანკოჩაქი,

კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მეორე მდივანი

მობ.: + 33 (0)6 50 39 29 10

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.