პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.09.13
27-28 სექტემბერს მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

kონფერენციაში მონაწილე ორასზე მეტ ქართველ მოსამართლეს, ასევე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებსა, დონორებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს  სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმართავენ. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებენ მისასალმებელ სიტყვაში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი ორთვინ ჰენიგი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში  კატერინა ბოლონიეზე და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ინიტა პაულოვიჩა. 

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა  კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და მისმა წევრსახელმწიფოებმა ,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრული  მხარდაჭერა გამოუცხადა  ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ  მზაობას ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მოსამართლეთა როლის გაძლიერებას სასამართლოს ხელისუფლების მართვის საქმეში, ვინაიდან, სწორედ ესაა ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლბევრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის, მოსამართლეთა პროფესიული ზრდისა და განვითარების, ასევე სამოსამართლეო ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე. ცალკე სესია დაეთმობა მოსამართლეთა სწავლებასა და სასწავლო უწყებაზე დისკუსიას.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რომელსაც დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხ ჰაგენლოხი, ევროკავშირის ექსპერტი აგნეშკა მილარტი, აშშ მოსამართლე ტიმოთი ჯ. ბალანდი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები წარმოადგენენ, ასევე მოისმინონ შეფასებები და რეკომენდაციები ქართველი  კოლეგებისგან.

 

კონფერენციის ორგანიზატორები : გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროექტი (EU CJR), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP/USAID), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროპის საბჭო (CoE).

ღონისძიების ჩატარების ადგილი: სასტუმრო შერატონი მეტეხი პალასი, თბილისი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.