პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.09.13
ევროპის საბჭოს ექსპერტებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინეს.
                                   

 

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლიზა კლაინმა და ჯასტინ ფიშერმა საქართველოში პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეფორმირების პროცესის შესახებ  რეკომენდაციები წარმოადგინეს.   ევროპის საბჭოს ‘ 2012 წლის საპარლამენტო,  2013 წლის საპრეზიდენტო, და 2014 ადგილობრივი არჩევნების  დროს საქართველოს დახმარების პროგრამის’ ფარგლებში 2013 წლის აპრილი-ივნისში  შემუშავებული რეკომენდაციები  წარდგენილი და განხილული იქნა საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერ-ფრაქციულ ჯგუფთან, არასაპარლამენტო პარტიებთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ევროპის საბჭოს ეს ღონისძიება დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. გთხოვთ იხილოთ თანდართული ანგარიში.

 

ამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.