პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.03.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან გუშინდელ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას

სტრასბურგი, 26.03.2013 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) მიესალმნენ გუშინ ორმხრივი მხარდაჭერის შედეგად მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა, დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე.

“ამ ცვლილებებით მოიხსნა  გაუგებრობისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყარო. ამდენად, ჩვენ მივესალმეთ ამ ცვლილებას და განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ იგი მიღებული იყო ფართო ორმხრივი მხარდაჭერის შედეგად, რომელიც მოჰყვა შეთანხმებას მმართველ უმრავლესობასა და ოპიზიციას შორის” - განაცხადა ორმა თანამომხსენებელმა.

ჩვენ ველით, რომ პარლამენტარები იგივე სახის თანამშრომლობისა და კომპრომისისათვის იქნებიან მზად პარლამენტის დღის წესრიგში არებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას. ერთ-ერთი ასეთი საკითხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. კომპრომისისა და თანამშრომლობისათვის ასეთმა მზაობამ შესაძლოა კარგი ნიადაგი შექმნას ნაყოფიერი კოჰაბიტაციისათვის” - დასძინეს მათ.  

 ამა წლის 7-12 აპრილს თანამომხსენებლები ეწვევიან საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცესის კონტექსტში, რათა განიხილონ ქვეყანაში განვითარებული ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები და მიმდინარე რეფორმები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.